სიახლეები

 სიახლეები

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი 9 აპრილს დაიწყო. სწავლება, რომელიც სომხეთში ASB-ს მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში“ ტარდება, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DG - ECHO) მიერ ფინანსდება.
ინტენსიური ტრენინგ კურსი 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და EMT-ს წევრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან. ტრენინგებზე დეტალურად განიხილავენ საერთაშორისო პრაქტიკას როგორც ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის, ასევე გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის ფუნქციონირების მექანიზმების შესახებ.
    
„ერთია, როცა საქმე გაქვს სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებზე (SOPs) დაფუძნებულ თეორიულ ინფორმაციასთან, როგორც ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილთან, და სულ სხვაა, როცა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მონაწილეობ. სინერგია საუკეთესო გარემოა, განსაკუთრებით სიმულაციის დროს. როდესაც ვვარჯიშობთ კოლეგებთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში თუ მეზობელად“ - აღნიშნა არმენ მელკონიანმა, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და EMT-ის ხელმძღვანელმა.

   
       
  

სხვა სიახლეები

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებე

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.

ASB საქართველო უფასო ონლაინ სასწავლო ვებგვერდს გთავაზობთ

ASB საქართველო უფასო ონლაინ სასწავლო ვებგვერდს გთავაზობთ

ეს აქტივობა პროექტის „SEGI: სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს ASB საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, UT და SSK, Aktion Deutschland Hilft-ის დაფი

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის და ცენტრალური აზიის კატასტროფების რისკის შემცირების რეგიონულ პლატფორმაში

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის და ცენტრალური აზიის კატასტროფების რისკის შემცირების რეგიონულ პლატფორმაში

პლატფორმა უნიკალურ მექანიზმია რეგიონული კატასტროფების რისკის გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც აერთიანებს 55 წევრი სახელმწიფოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორის დაინტერესე