სიახლეები

სიახლეები

5 მიზეზი, თუ რატომაა კარგი ქალებისთვის თავდაცვის ტრენინგში ჩართვა

მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოება ყოველთვის არ არის გარანტირებული, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, თავდაცვის უნარების საჭიროება არასოდეს ყოფილა ასეთი კრიტიკული. ASB საქართველო გთავაზობთ უფასო 5-საათიან თავდაცვის ინტენსიურ ტრენინგ (IIT) კურსს უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის. კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეები გახდნენ უფრო ინფორმირებული, მომზადებული და მზად იყვნენ ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომელიც შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. წაიკითხეთ ხუთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაა კარგი ქალებისთვის თავდაცვის ტრენინგში ჩართვა.

                   

დაცულობა და უსაფრთხოება: თავდაცვის ტრენინგები ქალებს აძლევს უნარებსა და ცოდნას, რათა დაიცვან თავი სახიფათო სიტუაციებში. სამყაროში, სადაც თავდასხმისა და ძალადობის საფრთხე ყოველდღიური რეალობაა, საკუთარი თავის დაცვის უნარი შეიძლება იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

                         

თავდაჯერებულობის გაზრდა და გაძლიერება: თავდაცვის ტექნიკის შესწავლა  მნიშვნელოვნად ზრდის ქალის თავდაჯერებულობას. ეს კლასები ასწავლის პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც არა მხოლოდ ფიზიკურ ამზადებს ქალებს, არამედ  აძლიერებს მათ მენტალურადაც. ქალები, რომლებიც სწავლობენ თავდაცვის ტექნიკას, თავს უფრო ძლიერად გრძნობენ, მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევას და უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთ შინაგან ძალასა და პოტენციალს.

                 

დე-ესკალაციის ტექნიკა: ქალები შეისწავლიან როგორ განიმუხტოს დაძაბული სიტუაციები და თავიდან აიცილონ დაპირისპირება. დე-ესკალაცია არის სიტყვიერი თავდაცვის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ჩხუბის თავიდან აცილებას. მიზანი არის სიტყვიერი კომუნიკაციით ბრაზის განმუხტვა. დე-ესკალაცია შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს, როდესაც საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ჩვეულებრივ მშვიდია, მაგრამ უჩვეულო ან ექსტრემალური გარემოებების წინაშე დგას.

                   

მომავალი თაობებისთვის მაგალითის მიცემა და ახალი მეგობრების შეძენა: თავდაცვის კლასებში მონაწილეობით ქალები მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს. გარდა ამისა, ქალებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ახალ ადამიანებს, გაუზიარონ მოსაზრებები და შექმნან უფრო ინკლუზიური, მყარი და მეგობრული საზოგადოება.

                       

სიცოცხლის დაზღვევის პოლისი: მაშინ, როდესაც სიცოცხლის ტრადიციული დაზღვევის სისტემა დაავადებებისა და უბედურ შემთხვევების დაზღვევას მოიცავს, თავდაცვის შესწავლა რეალური ცხოვრების დაზღვევის ფორმაა.

ASB საქართველოს უფასო თავდაცვის ტრენინგებში ჩართვა უზრუნველყოფს თავდაცვისა და დე-ესკალაციის უნარების შესწავლას, ზრდის თავდაჯერებულობას, შეასწავლის აუცილებელ დეესკალაციის უნარებს. გარდა ამისა, მონაწილეები უკრაინიდან დაუკავშირდებიან მასპინძელ საზოგადოებას, რითიც შექმნიან მხარდაჭერისა და სოლიდარობის ქსელს. თავდაცვის ტრენინგი ამზადებს ქალებს, რათა დაიცვან როგორც საკუთარი ასევე მათთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე.

                     

თავდაცვის უფასო კლასებში ჩასართავად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/1JPew

დაგვიკავშირდით:judo@asb.ge ან +995 551 70 99 90

                     

                     

სტატიაში გამოყენებული მასალები: https://kravmagacork.ie/5-reasons-for-women-to-take-a-self-defense-course/

https://www.yogaheightsdc.com/blog/5-reasons-every-woman-should-train-in-self-defense

https://roninathletics.com/blog/5-reasons-every-woman-should-train-in-self-defense

https://womenofworth.in/blog/5-reasons-every-woman-should-consider-learning-a-self-defense-technique/

 

სხვა სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში