სიახლეები

სიახლეები

“იმედის კერის” მიზანია, ძალადობის მსხვერპლებს დაეხმაროს და მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია მხარდამჭერი სერვისების შესახებ

"ყველა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა შეიძლება არ იცოდეს მათთვის ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ. “იმედის კერაში”, ჩვენი მიზანია, მათ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა სერვისის შესახებ, ამის გარდა, ჩვენი ბათუმის ოფისში მომუშავე ფსიქოლოგი მზადაა, ძალადობის მსხვერპლებს კონსულტაცია გაუწიოს. ასევე, უკრაინელ ქალებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ ქართული ენა, რაც ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ნაწილია.” - აღნიშნა “იმედის კერის” წარმომადგენელმა, გუნდისთვის სერვისების გაცნობის საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ.
         
“იმედის კერის” მიზანია, ძალადობის მსხვერპლებს დაეხმაროს და მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია მხარდამჭერი სერვისების შესახებ. ცენტრი ASB საქართველოსა და პარტნიორი ორგანიზაციის, სსკ-ს მიერ დაარსდა, მიმდინარე პროექტის SEGI (სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Aktion Deutschland Hilft-ის მიერ.
       
თუ თქვენ ხართ უკრაინიდან და საკუთარ თავს მიიჩნევთ ძალადობის მსხვერპად, დაგვიკავშირდეთ 24/7-ის განმავლობაში - ჩვენს ცხელ ხაზზე: 522 221 112.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/hmY2l

სხვა სიახლეები

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო

კონკურსი  -  ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი

"მე ვამაყობ, რომ ..."

"მე ვამაყობ, რომ ..."

ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.