სიახლეები

 სიახლეები

მარიუპოლიდან ბათუმში: ცხოვრება ომის შემდეგ უცხო ქალაქში

„ყვავილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. უკრაინაში,  მარიუპოლში, ვარდების ბაღი მქონდა და ახლა, როცა აქ ვარ, ყვავილების ბაღის გაშენებას ახლიდან ვგეგმავ“,  - ამბობს ოლგა. ის უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს, საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში. ოლგა უკრაინიდან ომს 2022 წლის აპრილში გამოექცა. საქართველოში, ინტეგრაციის პროცესში დახმარებისთვის, ის მადლიერია მასი მეგობრებისა და ASB საქართველოს, პარტნიორ ორგანიზაციების  ერთად: Unite Together(UT)  და საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ).

    

    

   

„ჩამოსვლის დროს, პირველ ეტაპზე, ადაპტაცია საკმაოდ რთული იყო, თუმცა ჩემი მეგობრებისა და ASB საქართველოს დახმარებით, ეს პროცესი გამიმარტივდა“ – აღნიშნავს ოლგა. მას საქართველოში უკვე ბევრი ადგილობრივი მეგობარი ჰყავს, რომელთაც უკრაინული სამზარეულო ძალიან მოსწონთ, ოლგას კი, ქართული კერძების მომზადებას ასწავლიან.

              

საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ინტეგრაციის პროცესში ASB მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პარტნიორ ორგანიზაციებთან (UT და სსკ) ერთად, ASB  საქართველო უკრაინელებისთვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის: ფულადი დახმარების პროგრამა; ასევე, დამატებითი მხარდაჭერის სახით, ზამთრის თვეების განმავლობაში, კომუნალური გადასახადების დასაფარად, „გამოზამთრების პროგრამა“ განხორციელდა; ფინანსური დახმარების გარდა, ASB საქართველო ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივობებსაც უზრუნველყოფს, როგორებიცაა ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილები, იოგას კლასები, ქართული და ინგლისური ენების გაკვეთილები და სხვა ღონისძიებები.

    

ოლგა წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრამები, რომელსაც ASB საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

   

ჩვენ აქ ერთი, ძირითადად დოკუმენტებით, ფურცლებით სავსე ჩემოდნით ხელში ჩამოვედით. გაწეული დახმარება ჩემთვის ფასდაუდებელი იყო, რის გამოც მინდა, მადლობა ვუთხრა ASB საქართველოსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს, იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვეთვის“, -  აღნიშნავს, ოლგა. 


სხვა სიახლეები

ტრანსპორტი

ტრანსპორტი

ტრანსპორტი

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებე

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.

შედეგები რიცხვებში - პროექტი “გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულთათვის”

შედეგები რიცხვებში - პროექტი “გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულთათვის”

ASB საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას აგრძელებს, სხვადასხვა ძალისხმევითა და აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს ინტეგრაციისა და სტაბილურობის ხელშეწყობას