პროექტები

#მიმდინარე

თავდაცვის გაკვეთილები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

თავდაცვის გაკვეთილები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

ASB საქართველო United Together-თან, SSK-თან (საქართველოს სამარიტელთა კავშირი) და საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ძიუდოს უფასო გაკვეთილებს ქალებისა და ახალგაზრდებისთვის. სწავლებაში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები უკრაინელი და ქართველი ქალები და ახალგარდები იღებენ. პროექტის მიზანი გენერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერლთა მხარდაჭერაა; ასევე, პროექტი მიზანდ ისახავს, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციას. ძიუდოს კლასების მეშვეობით ქალები და ახალგაზრდები სწავლობენ თავდაცვისა და დე-ესკალაციის აუცილებელ უნარებს, რის შედეგადაც ხდებიან უფრო თავდაჯერებულები. სწავლებას პროფესიონალი მწვრთნელები ატარებენ, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული თავდაცვის ტექნიკის სწავლებაში.

კურსის დასასრულს, მონაწილეები ფიზიკურად უფრო მომზადებულები იქნებიან. ასევე, ისინი უფრო თავდაჯერებულობი გახდებიან და ყურადღების უკეთ კონცენტრაცია შეეძლებათ.  მონაწილეები ისწავლიან: როგორ ამოიცნონ პოტენციური საფრთხე; როგორ მოახდინონ კონფლიქტის დე-ესკალაცია და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენონ ფიზიკური თავდაცვის ტექნიკა. დე-ესკალაციის სწავლება ასევე მიზანად ისახავს ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობას.

თავდაცვის გაკვეთილები ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში წარმატებით მიმდინარეობს. კურსი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამსახური (GFFO) აფინანსებს. 

სხვა პროექტები