2022 წლის მარტიდან ASB-ის ოფისი საქართველოში ახორციელებს პროექტს „მეორადი სახანძრო მანქანების მიწოდება ქალაქ ქუთაისისთვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (EMS) მჭიდრო თანამშრომლობით და იაპონიის საელჩოს GGP Grassroots-ის ადამიანური უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის დაფინანსებით.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (EMS) მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებით. პროექტის ფარგლებში მოიზრება სახანძრო მანქანის შეძენა და მეხანძრეების მომზადებას ახალი აღჭურვილობის გამოყენების შესახებ.
პროექტის წარმატებით განხორციელებით გაიზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები ყველა სახის სტიქიურ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირებისთვის, ასევე გაიზრდება საზოგადოების ნდობა.
სახანძრო მანქანის შეძენისა და მეხანძრეების გადამზადების შემდეგ, EMS აიღებს ძირითად პასუხისმგებლობას მანქანის მუდმივ შენარჩუნებაზე, შენახვაზე და მონიტორინგზე მინიმუმ მომდევნო 20 წლის განმავლობაში.