სიახლეები

 სიახლეები

EMTCC ტრენინგ კურსი საქართველოში

მიმდინარე წლის 5-10 ნოემბერს, ASB საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 

სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონის მასშტაბით პირველ ევრო სუბრეგიონალურ EMTCC (გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების საკოორდინაციო ქსელი) ტრენინგ კურსს უმასპინძლა საქართველოში. კურსის მიზანი იყო მონაწილეთა მომზადება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის კოორდინაციის მეთოდოლოგიაში, ეროვნული რეაგირების მხარდასაჭერად. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ჯანდაცვის ეროვნულ ოპერაციებსა და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის კოორდინაციაზე, ასევე რეგიონში პერსონალის განვითარებაზე, რომელებმაც მომავალში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ  EMTCC-ში საგანგებო სიტუაციების რეაგირების ოპერაციების დროს, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო რეაგირებისას.

სატრენინგო კურსში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები, როგორც საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის საინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებიდან, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის და უკრაინის ოფისებიდან და ადგილობრივი და რეგიონული წითელი ჯვრიდან.

ტრენინგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ASB საქართველოს მიერ ჩატარდა, პროექტის “ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DG - ECHO) ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე

სხვა სიახლეები

ტრენინგი ბიზნესის მსურველი ქალებისთ

ტრენინგი ბიზნესის მსურველი ქალებისთ

ASB საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,  ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფი (Emergency

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

2023 წლის 18 ივლისს, გაიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური ოფისის (GFFO) მიერ

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO)-ს