სიახლეები

 სიახლეები

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO)-ს დაფინანსებული პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 და 16 ივნისს, ASB საქართველომ, PPRD East 3 პროგრამასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში. 

წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში განხორციელდა და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავდა. მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მეხანძრე-მაშველებმა ქართული გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფთან ერთად საჩვენებელ წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც პროგრამა "PPRD East 3"-ის ექსპერტები, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საჩვენებელი სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარის მიხედვით განხორციელდა და სხვადასხვა ტიპის სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა, მათ შორის მასშტაბური ტყის ხანძრების დროს მოქმედებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სავარჯიშოებს და ასე შემდეგ. საველე წვრთნების მიზანს, საგანგებო სიტუაციების დროს მრავალეროვნული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედების დახვეწა და მხარდაჭერის პროცედურების გამოცდა წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფი (Emergency

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

2023 წლის 18 ივლისს, გაიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური ოფისის (GFFO) მიერ

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კატასტროფებისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WADEM) კონგრესში

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კატასტროფებისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WADEM) კონგრესში

ექსპერტთა აქტივობების გაცვლის ფარგლებში, DG - ECHO-ს დაფინანსებული პროექტის - ერთად შევძლებთ -

ბავშვთა საერთაშორისო დღე

ბავშვთა საერთაშორისო დღე

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ASB მრავალი წლის მანძილზე, აქტიურად მუშაობს ბავშვების