ანა უკვე რამდენიმე თვეა სომხეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნად მუშაობს. მან, ოჯახთან ერთად, მთიანი ყარაბაღი 2023 წლის სექტემბრიდან დატოვა.
„ჩვენ ცოცხლები ვართ; ჩვენ შეგვიძლია მუშაობა. რაც დავკარგეთ ის ჩაუნაცვლებელია, მაგრამ ძალიან მადლიერები ვართ ASB საქართველოსა და მისი პარტნიორების დახმარების“ - აღნიშნავს ანა.
ანა ASB მიმდინარე პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროექტს გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა ოფისი (GFFO) აფინანასებს. ინიციატივის ფარგლებში დახმარება უკვე 6000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. პროექტი 2 მიმართულებით მუშაობს: ფინანსური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.
„ფულადი და ფსიქო-სოციალური დახმარება მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის” - ამ პროექტს 2023 წლიდან, ჩვენი ორგანიზაცია Mission Armenia და Action Against Hunger-თან ერთად ახორციელებს.პროექტის სამიზნე ჯგუფები , მათ შორის ქალები, ბავშვები, და ასაკოვანი ადამიანები, ფინანსური მხარდაჭერის სახით ვაუჩერებს იღებენ.
„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის, ვინც გვეხმარება. მადლობა მინდა ვუთხრა ASB-ს და მის პარტნიორებს იმისთვის , რომ ვაუჩერები გადმოგვცეს, მათ ჩვენ პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებებისა და საკვების შესაძენად ვიყენებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა ჩვენთვის. მადლობა!“ - აღნიშნავს ანა.
ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებე
შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში
უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.
ASB საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას აგრძელებს, სხვადასხვა ძალისხმევითა და აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს ინტეგრაციისა და სტაბილურობის ხელშეწყობას
ეს აქტივობა პროექტის „SEGI: სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს ASB საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, UT და SSK, Aktion Deutschland Hilft-ის დაფი