სიახლეები

 სიახლეები

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კატასტროფებისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WADEM) კონგრესში

ექსპერტთა აქტივობების გაცვლის ფარგლებში, DG - ECHO-ს დაფინანსებული პროექტის - ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში ფარგლებში, საქართველოს და სომხეთის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის ოთხმა წევრმა და პროექტის სამმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო 22-ე კატასტროფებისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WADEM) კონგრესში, რომელიც 2023 წლის 9-12 მაისს გაიმართა კილარნიში, ირლანდია. 



ღონისძიება წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას კატასტროფების მედიცინის, პრეჰოსპიტალური მოვლისა და გადაუდებელი დახმარების მართვისა და კომპლექსური ჰუმანიტარული კრიზისების ჯანმრთელობის ასპექტების გამოცდილების გაზიარებისთვის. ქართული და სომხური დელეგაციის შერჩეულმა მომხსენებლებმა გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია, სადაც განიხილეს გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების მიერ მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები/შეფერხებები, სამომავლო გეგმები და  მიღებული გამოცდილება. ამასთანავე, პროექტს ჰქონდა საგამოფენო დახლი, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ხილვადობის მასალები.



კონგრესმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალი საფრთხეებზე, მათ გავლენაზე ამჟამინდელ და მომავალ თემებზე, ასევე ტექნოლოგიების მნიშვნელოვან როლზე კატასტროფების მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებში. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა ყველა კონტინენტიდან, რომლებიც წარმოადგენენ კლინიკური ჯანდაცვის, პრეჰოსპიტალური მოვლის, კატასტროფების მედიცინისა და რეაგირების, საგანგებო მენეჯმენტს/მზადყოფნისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროებს. კონგრესი მოიცავდა მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო და ადგილობრივ მომხსენებლებს, ასევე ინტერაქტიული და ინოვაციური სესიებს.

სხვა სიახლეები

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფი (Emergency

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

2023 წლის 18 ივლისს, გაიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური ოფისის (GFFO) მიერ

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO)-ს

ბავშვთა საერთაშორისო დღე

ბავშვთა საერთაშორისო დღე

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ASB მრავალი წლის მანძილზე, აქტიურად მუშაობს ბავშვების