სიახლეები

 სიახლეები

პროექტის დახურვა - განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებისკენ

პროექტი განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად 2017 წლიდან მიმდინარეობს, ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის მთავარი მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. დასახული მიზნის მისაღწევად საწყის ეტაპზევე შემუშავდა სოციალური კამპანია, ფართო აუდიტორიისა და პროექტის სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა (პრობაციონერები, მსჯავრდებულები და ყოფილი მსჯავრდებულები) ყურადღების მიპყრობის მიზნით. აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები სოციალურ და სამუშაოს მოძიების უნარებზე. 

პროექტის განმავლობაში 51- მა ბენეფიციარმა მიიღო ტექნიკურ მატერიალური საშუალებები მცირე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. 81 - მა კი მიიღო სამუშო იარაღების კომპლექტი თვითდასაქმებისთვის, შეიქმნა 8 სოციალური საწარმო. 

პროექტის დახურვის ღონისძიება 2019 წლის 13 დეკემბერს გაიმართა თბილისში, სასტუმრო ვინდამ გრანდ - ში. მას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, პარტნიორები საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ევროკავშირის წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები. ღონისძიების მსვლელობისას, პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციების გარდა გარდა მოეწყო დოკუმენტური ფილმის - გზა საზოგადოებისკენ - ჩვენება, რომელიც აჯამებს პროექტის 3 წლიან მუშაობის შედეგებს. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პროექტის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ნივთებისა და პროექტის განმავლობაში შექმნილი სოციალური საწარმოების გამოფენა. 

სხვა სიახლეები

ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის პროექტს ახორცილებს

ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის პროექტს ახორცილებს

პროექტის სამიზნე ჯგუფები , მათ შორის ქალები, ბავშვები, და ასაკოვანი ადამიანები, ფინანსური მხარდაჭერის სახით ვაუჩერებს იღებენ.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი 9

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

3 აპრილს, ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული

ASB საქართველოს დირექტორის ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში

ASB საქართველოს დირექტორის ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში

ASB საქართველოს დირექტორი, კლემენს ფონ ჰეიმენდალი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ფარგლებში, მიმდინარე აქტივობებს გაეცნო. პროექტს ევროკა

მარიუპოლიდან ბათუმში: ცხოვრება ომის შემდეგ უცხო ქალაქში

მარიუპოლიდან ბათუმში: ცხოვრება ომის შემდეგ უცხო ქალაქში

„ჩვენ აქ ერთი, ძირითადად დოკუმენტებით, ფურცლებით სავსე ჩემოდნით ხელში ჩამოვედით. თქვენს მიერ, გაწეული დახმარება ჩემთვის ფასდაუდებელი იყო, რის გამოც მინდა, მადლობა ვუთხრა ASB საქართველოსა და მ