სიახლეები

 სიახლეები

2 წელს სახლიდან შორს - 2022 წლის, 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო

კატერინა, 2 წლის შვილს მარტო ზრდის. ის, ბავშვთან და დედასთან ერთად, უკრაინიდან საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. გამოვლილი გაჭირვებისა და სამშობლოს დატოვების მიუხედავად, კატერინა, ოჯახთან ერთად, გამძლეობას იჩენს.

         

         

„როდესაც აქ ჩამოვედით , მხოლოდ 1 ჩემოდანი გვქონდა, სადაც ბავშვის ნივთები და ტანსაცმელი იყო. არავინ ფიქრობდა , რომ ამდენხანს მოგვიწევდა დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამშობლო გვენატრება, ASB საქართველოს დახმარებით, საქართველოში ნორმალურ ცხოვრებას ვახერხებთ. ყოველთვიური ფულადი დახმარების გარდა, გამოზამთრების პროგრამაშიც ვმონაწილეობთ. ჩემს 72 წლის დედას , რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პერიოდულად წამლები სჭირდება, ამიტომ ეს დახმარება, რომელსაც ვიღებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ASB საქართველოს ჩვენზე ზრუნვისთვის“

  

ყოველთვიური ფულადი დახმარების საშუალებით, კატერინამ და მისმა ოჯახმა სტაბილური ცხოვრებისთვის პირველადი საჭიროებების შექმნა მოახერხეს. გარდა ამისა, „გამოზამთრების“ პროგრამით მათ ზამთრის თვეების თბილად გატარებაც შეძლეს.

   

„ხერსონის ოლქი მთლიანად ოკუპირებულია. იმედი მაქვს, მალე ისევ უკან დავბრუნდებით, მაგრამ არავინ იცის, როდის დადგება ეს დღე. ASB საქართველოს ძალიან დიდი მადლობა მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, ეს ჩვენ ინტეგრაციის პროცესსა და ცხოვრების ახლიდან დაწყებაში ძალიან გვეხმარება. ამიტომ გვინდა, ჩვენი გულწრფელი მადლიერება გითხრათ“  - ამბობს კატერინა.

       

სხვა სიახლეები

ტრანსპორტი

ტრანსპორტი

ტრანსპორტი

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებე

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.

შედეგები რიცხვებში - პროექტი “გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულთათვის”

შედეგები რიცხვებში - პროექტი “გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულთათვის”

ASB საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას აგრძელებს, სხვადასხვა ძალისხმევითა და აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს ინტეგრაციისა და სტაბილურობის ხელშეწყობას