ASB საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის გადამზადების კურსი ჩაატარა, რომელშიც 60 ქალი მონაწილებდა. კურსის ფარგლებში მათ ინფორამცია ბიზნესის დაწყების საფუძვლების, მარკეტინგული სტატეგიისა და ფინანსური დაგეგმვის შესახებ მიიღეს.
ტრეინინგების განმავლობაში მათ ასწავლეს, როგორ დაწერონ და განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეა. წარმატებული ბიზნესს წინადადებების ავტორები გრანტის მოსაპოვებლად კონკურსის მეორე ფაზაში მონაწილეობას მიიღებენ. კურსის მიზანია, ქალების სტიმულირება, წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა და/ან გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები დამატებითი სტაბილური შემოსავლის გამომუშავებისთვის.
სწავლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის PASS-ის (გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა) ფარგლებში ჩატარდა პროექტის სამიზნე რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ზემო იმერეთი და კახეთი.
ტრანსპორტი
ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებე
შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში
უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.
ASB საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას აგრძელებს, სხვადასხვა ძალისხმევითა და აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს ინტეგრაციისა და სტაბილურობის ხელშეწყობას