სიახლეები

 სიახლეები

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO)-ს დაფინანსებული პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 და 16 ივნისს, ASB საქართველომ, PPRD East 3 პროგრამასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში. 

წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში განხორციელდა და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავდა. მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მეხანძრე-მაშველებმა ქართული გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფთან ერთად საჩვენებელ წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც პროგრამა "PPRD East 3"-ის ექსპერტები, პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საჩვენებელი სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარის მიხედვით განხორციელდა და სხვადასხვა ტიპის სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა, მათ შორის მასშტაბური ტყის ხანძრების დროს მოქმედებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სავარჯიშოებს და ასე შემდეგ. საველე წვრთნების მიზანს, საგანგებო სიტუაციების დროს მრავალეროვნული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედების დახვეწა და მხარდაჭერის პროცედურების გამოცდა წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები

“იმედის კერის” მიზანია, ძალადობის მსხვერპლებს დაეხმაროს და მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია მხარდამჭერი სერვისების შესახებ

“იმედის კერის” მიზანია, ძალადობის მსხვერპლებს დაეხმაროს და მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია მხარდამჭერი სერვისების შესახებ

“იმედის კერის” მიზანია, ძალადობის მსხვერპლებს დაეხმაროს და მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია მხარდამჭერი სერვისების შესახებ. ცენტრი ASB საქართველოსა და პარტნიორი ორგანიზაციის, სსკ-ს მიერ დაარს

5 მიზეზი, თუ რატომაა კარგი ქალებისთვის თავდაცვის ტრენინგში ჩართვა

5 მიზეზი, თუ რატომაა კარგი ქალებისთვის თავდაცვის ტრენინგში ჩართვა

ASB საქართველო გთავაზობთ უფასო 5-საათიან თავდაცვის ინტენსიურ ტრენინგ (IIT) კურსს უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის. კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეები გახდნენ უფრო ინფორმ

დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ბათუმში

დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ბათუმში

შეხვედრა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია SSK-თან ერთად, პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" - ფარგლებში ჩატარდა. პროქტი SEGI დაფინანსებულია Aktion Deutschland Hilft-ის მიერ,

რობინ ვაგენერის ვიზიტი ASB საქართველოს ოფისში

რობინ ვაგენერის ვიზიტი ASB საქართველოს ოფისში

შეხვედრის დროს, სტუმრებს ჩვენი პროექტები გავაცანით, ძირითადად საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდამჭერი ინიციატივები. პროექტების ერთ-ერთი მთავარი დონორი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინი

“იმედის კერა“ - ცენტრი გენდერული და ოჯახში ძალადობის (GBV/DV) მსხვერპლებს უკრაინიდან დახმარებას სთავაზობს

“იმედის კერა“ - ცენტრი გენდერული და ოჯახში ძალადობის (GBV/DV) მსხვერპლებს უკრაინიდან დახმარებას სთავაზობს

თუ თქვენ ხართ უკრაინიდან და გამოგიცდიათ გენდერული ძალადობა (GBV) ან ოჯახში ძალადობა (DV), დაგვიკავშირდით ცხელი ხაზით 522 221 112