სიახლეები

 სიახლეები

ASB საქართველომ სახანძრო მანქანა გადასცა ქუთაისის მუნიციპალიტეტს

მიმდინარე წლის 23 მარტს, ASB საქართველოს პროექტის ,,ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა“ ფარგლებში, შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის მიერ  ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი სახანძრო მანქანის გამოყენებასა და ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ ქუთაისის სახანძრო - სამაშველო განყოფილების წარმომადგენლები.



იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, ქუთაისის სახანძრო - სამაშველო განყოფილებას გადაეცა მეორადი სახანძრო მანქანა კიბით, 2022 წლის 22 მარტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდსა და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული სპეც ტექნიკა საშუალებას მისცემს ქუთაისის სამმართველოს განახორციელოს მაღალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციები. 

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართელოს უკვე გადმოცემული აქვს მე-6 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს.

სხვა სიახლეები

ოჯახის დღე - გაიცანით დიანა, სამი შვილის დედა

ოჯახის დღე - გაიცანით დიანა, სამი შვილის დედა

“ASB-ს დახმარება ძალიან დროული იყო. ჩვენ შევძელით საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა“

სომხეთში EMT ტრენინგ კურსი დასრულდა

სომხეთში EMT ტრენინგ კურსი დასრულდა

EMT-ს წევრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადნენ. ინტენსიური ტრენინგ კურსი 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის პროექტს ახორცილებს

ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის პროექტს ახორცილებს

პროექტის სამიზნე ჯგუფები , მათ შორის ქალები, ბავშვები, და ასაკოვანი ადამიანები, ფინანსური მხარდაჭერის სახით ვაუჩერებს იღებენ.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი 9

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

3 აპრილს, ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული