სიახლეები

 სიახლეები

საჯარო დებატი

„კერძო სექტორის ჩართულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესში“

2019 წლის 30 ოქტომბერს ASB საქართველოს ორგანიზებით გაიმართა საჯარო დებატი თემაზე „კერძო სექტორის ჩართულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესში“, რომელსაც ესწრებოდა ბიზნეს კომპანიების, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის 50 -მდე წარმომადგენელი.

შეხვედრის მოდერატორი იყო -  “Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე. 

ღონისძიების მიზანია კერძო დამსაქმებლებთან ერთად გვემსჯელა პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. საჯარო დებატის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესში.

პროექტის ფარგლებში, ამ დრომდე 123600 ევროს ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია 142 ბენეფიციარს.  ბიზნესში დასაქმებულ და თვითდასაქმებულ  ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 151 ადამიანს. ასევე, დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო საქართველოს მასშტაბით,  სადაც დასაქმებულია 16 კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი. 

პროექტი „განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან CHCA და CSRDG ერთად.

სხვა სიახლეები

სომხეთში EMT ტრენინგ კურსი დასრულდა

სომხეთში EMT ტრენინგ კურსი დასრულდა

EMT-ს წევრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადნენ. ინტენსიური ტრენინგ კურსი 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის პროექტს ახორცილებს

ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობისთვის პროექტს ახორცილებს

პროექტის სამიზნე ჯგუფები , მათ შორის ქალები, ბავშვები, და ასაკოვანი ადამიანები, ფინანსური მხარდაჭერის სახით ვაუჩერებს იღებენ.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი დაიწყო

სომხეთში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი 9

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ

3 აპრილს, ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხში ბავშვთა ადრეული

ASB საქართველოს დირექტორის ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში

ASB საქართველოს დირექტორის ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში

ASB საქართველოს დირექტორი, კლემენს ფონ ჰეიმენდალი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ფარგლებში, მიმდინარე აქტივობებს გაეცნო. პროექტს ევროკა