2019 წლის 23-24 ნოემბერს ASB საქართველოსა და მაკლეინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში მშბელთა კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანი გახლდათ საქართველოში მცხოვრები შეზღდუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერება. კონფერენციაზე შეკრებილმა მშობლებმა გაუზიარეს ერთმანეთს საჭირო ინფორმაცია, გამოცდილება და მიიღეს სასარგებლო რჩევები. ღონისძიება შედგებოდა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრისგან. ასევე მათოისმინეს სხვადასხვა სერვისებისა და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, სახემწიფო თუ არასამთავრობო სფეროში.
"ჩვენ შევნიშნეთ, რომ იყო დიდი პრობლემა მშობლების ინფორმირებულობის მხრივ, მშბლებისთვის თითქმის სრულად ხელმიუწვდომელი იყო სხვადასხვა სახის აუცილებელი ინფორმაცია, ხშირ შემხთხვევებში მათ ეგონათ რომ ისინი მარტონი იყვნენ ამ გამოწვევის წინაშე და არც წარმოედგინათ, რომ უამრავი სხვა მშობელი არსებობს იგივე მდოგმარეობაში." - ჯერემი გასკილი, მაკლეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

"მსგავსი კონფერენციები უმნიშნელოვანესია ჩვენთვის, რადგან ვძლიერდებით ჩვენც და ერთმანეთსაც ვაძლიერებთ." - მშობელი.
"კონფერენციის მიზანი იყო იმ მშობლების გაძლიერება, ვისაც აქვს გამოწვევები საკუთარი შვილების მოვლასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ." - დიმიტრიე ტოდოროვიჩი - ASB საქართველოს დირექტორი.
მშობელთა რიგით მესამე კონფერენცია შედგა ევროკავშირის მხარდაჭერით და მაკლეინის ასოციაციისა და ASB საქართველოს ორგანიზებით.
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა
ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.