სიახლეები

 სიახლეები

გერმანიის ელჩის ვიზიტი ASB საქართველოს ოფისში

14 თებერვალს, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი ASB საქართველოს ოფისს ეწვია. ASB საქართველოს წარმომადგენლები, პროექტების ბენეფიციარები (ფულადი დახმარების პროგრამა, “Winterization”, საზაფხულო სკოლა), Unite Together ორგანიზაციისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრას. ვიზიტის ფარგლებში, ბენეფიციარებმა ვრცლად ისაუბრეს ამჟამინდელ საცხოვრებელ პირობებზე, იმ სირთულეებზე, რასაც ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრება, მხარდაჭერის სისტემასა და მომავლის გეგმებზე. ASB საქართველოს დირექტორმა, კლემენს ფონ ჰეიმენდალმა განიხილა პროგრამების განხორციელების ტექნიკური დეტალები და გაწეული დახმარება. 


ბენეფიციარებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს გერმანიის მიერ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს ქართული მხარის მზაობა დაეხმარონ უკრაინელ მოქალაქეებს საქართველოში. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს უკრაინელების სახელმწიფოს მხარდაჭერა, არსებული მდგომარეობა, მათი ჩართულობა და სხვა დეტალები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს სურვილი განაგრძონ თანამშრომლობა. 

ASB საქართველო, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და Aktion Deutschland Hilft-ის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე People in Need (PIN), Unite Together, საქართველოს სამარიტელთა კავშირისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან პარტნიორობით, ახორციელებს სამ პროგრამას (ფულადი მხარდაჭერის პროგრამა, Winterization, საზაფხულო) უკრაინელების მხარდასაჭერად საქართველოში.

სხვა სიახლეები

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

According to the United Nations, water shortages, dirty water and climate change are endangering

საჯარო დებატი

საჯარო დებატი

„კერძო სექტორის ჩართულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის

მშობელთა კონფერენცია

მშობელთა კონფერენცია

2019 წლის 23-24 ნოემბერს ASB საქართველოსა და მაკლეინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში მშბელთა

მატერიალური ფასეულობების გადაცემა

მატერიალური ფასეულობების გადაცემა

პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 22

ინფრაწითელი თერმომეტრები საქართველოს მთავრობას

ინფრაწითელი თერმომეტრები საქართველოს მთავრობას

აქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის