სოციალური სერვისების ხარისხიანი და ეფექტური მიწოდება საქართველოში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ASB საქართველომ გამართა 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა სოციალური სერვისების მიწოდების შესახებ გზამკვლევის შემუშავების მიზნით. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, იუსტიციის სამინისტროს დანაშულის პრევენციის ცენტრიდან, თბილისის საკრებულოდან ისევე როგორც სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
„შეხვედრა საინტერესოა იმ მხრივ, რომ შეკრებილები ვართ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები რომლებიც უნდა შევაჯეროთ და ერთობლივად ვიმუშაოთ იმ მიზნობრივ კატეგორიებზე, რომლებსაც ეს საჭიროება აქვს“- ნუცი ოდიშარია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
შეხვედრის შედეგად მომზადდება გზამკვლევი, სადაც ასახული იქნება სისტემაში არსებული ხარვეზები და მოცემული იქნება მათი გადაჭრის გზები.
პროექტი ‘პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად’ დაფინანსებულია ევროკაშირის მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან “CHCA” და “KRDF” ერთად<span style="font-size: 11.5
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა
ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.