წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტმა და ომმა უამრავ ადამიანს აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 90-იან წლებში ომის დასასრულს ბევრ იძულებით გაადგილებულ პირს სურდა საკუთარ სახლში დაბრუნება, თუმცა პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მათ კი ვინც დაბრუნება შეძლეს მიხვდნენ რომ ადვილი არ არის ყველაფრის თავიდან დაწყება, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ფინანსური შესაძლებლობების დაკარგვის შემდეგ. იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ASB საქართველომ, ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი.
მცირე გრანტებით, შესაძლებლობების განვითარების ტრენინგებით, და სხვა აქტივობებით ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა სამეგრელოსა და აფხაზეთის ადგილობრივი მაცხოვრებელთათვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
საარსებო წყაროების განვითარების ცენტრების დაფუძნება - ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცენტრი უზრუნველყოფს საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პროგრამების შეგროვებას (სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სექტორის პროგრამები) და ინფორმაციის მიწოდებას, ასევე კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს ბიზნეს გეგმების შემუშავებისა და ფონდების მოძიების პროცესში.