„ყვავილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. უკრაინაში, მარიუპოლში, ვარდების ბაღი მქონდა და ახლა, როცა აქ ვარ, ყვავილების ბაღის გაშენებას ახლიდან ვგეგმავ“, - ამბობს ოლგა. ის უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს, საქართველოს შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში. ოლგა უკრაინიდან ომს 2022 წლის აპრილში გამოექცა. საქართველოში, ინტეგრაციის პროცესში დახმარებისთვის, ის მადლიერია მასი მეგობრებისა და ASB საქართველოს, პარტნიორ ორგანიზაციების ერთად: Unite Together(UT) და საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ).
„ჩამოსვლის დროს, პირველ ეტაპზე, ადაპტაცია საკმაოდ რთული იყო, თუმცა ჩემი მეგობრებისა და ASB საქართველოს დახმარებით, ეს პროცესი გამიმარტივდა“ – აღნიშნავს ოლგა. მას საქართველოში უკვე ბევრი ადგილობრივი მეგობარი ჰყავს, რომელთაც უკრაინული სამზარეულო ძალიან მოსწონთ, ოლგას კი, ქართული კერძების მომზადებას ასწავლიან.
საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ინტეგრაციის პროცესში ASB მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პარტნიორ ორგანიზაციებთან (UT და სსკ) ერთად, ASB საქართველო უკრაინელებისთვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის: ფულადი დახმარების პროგრამა; ასევე, დამატებითი მხარდაჭერის სახით, ზამთრის თვეების განმავლობაში, კომუნალური გადასახადების დასაფარად, „გამოზამთრების პროგრამა“ განხორციელდა; ფინანსური დახმარების გარდა, ASB საქართველო ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივობებსაც უზრუნველყოფს, როგორებიცაა ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილები, იოგას კლასები, ქართული და ინგლისური ენების გაკვეთილები და სხვა ღონისძიებები.
ოლგა წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყველა აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრამები, რომელსაც ASB საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ აქ ერთი, ძირითადად დოკუმენტებით, ფურცლებით სავსე ჩემოდნით ხელში ჩამოვედით. გაწეული დახმარება ჩემთვის ფასდაუდებელი იყო, რის გამოც მინდა, მადლობა ვუთხრა ASB საქართველოსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს, იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩვეთვის“, - აღნიშნავს, ოლგა.
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა