პროექტები

#მიმდინარე

ფულადი და ფსიქო-სოციალური დახმარება მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობისთვის

ფულადი და ფსიქო-სოციალური დახმარება მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობისთვის

გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს (GFFO) დაფინანსების ფარგლებში, ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების პროექტს სომხეთში ახორციელებს, რომლის მიზანიც მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობისთვის ფინანსური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაა. 

პროექტის სამიზნე ჯგუფი 2023 წლის სექტემბერში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, ბავშვები და ასაკოვნი ადამიანები არიან. 

მიზნობრივი ბენეფიციარი ჯგუფებისთვის  ფულადი სახსრების დაუყოვნებლივი გამოყოფა მოხდება, შემდგომ ეტაპზე (2024 წლიდან)  კი, პროექტი უფრო მეტად თავად ბენეფიციართა საჭიროებებზე ფოკუსირდება.

სხვა პროექტები