უკრაინელების ფულადი მხარაჭერის პროგრამა ძირითადად მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისა და მათი ოჯახების ხელშესაწყობად და მოიაზრებს შემდეგ ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელას მიერ მართული ოჯახები.
6 თვის განმავლობაში გაიცემა ფულადი ვაუჩერები, რომლებიც მოხმარდება გადაუდებელ საჭიროებებს. პროგრამა ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების SSK-ს, United Together-ისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო სამინისტროს მიერ.