კატერინა, 2 წლის შვილს მარტო ზრდის. ის, ბავშვთან და დედასთან ერთად, უკრაინიდან საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. გამოვლილი გაჭირვებისა და სამშობლოს დატოვების მიუხედავად, კატერინა, ოჯახთან ერთად, გამძლეობას იჩენს.

„როდესაც აქ ჩამოვედით , მხოლოდ 1 ჩემოდანი გვქონდა, სადაც ბავშვის ნივთები და ტანსაცმელი იყო. არავინ ფიქრობდა , რომ ამდენხანს მოგვიწევდა დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამშობლო გვენატრება, ASB საქართველოს დახმარებით, საქართველოში ნორმალურ ცხოვრებას ვახერხებთ. ყოველთვიური ფულადი დახმარების გარდა, გამოზამთრების პროგრამაშიც ვმონაწილეობთ. ჩემს 72 წლის დედას , რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, პერიოდულად წამლები სჭირდება, ამიტომ ეს დახმარება, რომელსაც ვიღებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ASB საქართველოს ჩვენზე ზრუნვისთვის“
ყოველთვიური ფულადი დახმარების საშუალებით, კატერინამ და მისმა ოჯახმა სტაბილური ცხოვრებისთვის პირველადი საჭიროებების შექმნა მოახერხეს. გარდა ამისა, „გამოზამთრების“ პროგრამით მათ ზამთრის თვეების თბილად გატარებაც შეძლეს.
„ხერსონის ოლქი მთლიანად ოკუპირებულია. იმედი მაქვს, მალე ისევ უკან დავბრუნდებით, მაგრამ არავინ იცის, როდის დადგება ეს დღე. ASB საქართველოს ძალიან დიდი მადლობა მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, ეს ჩვენ ინტეგრაციის პროცესსა და ცხოვრების ახლიდან დაწყებაში ძალიან გვეხმარება. ამიტომ გვინდა, ჩვენი გულწრფელი მადლიერება გითხრათ“ - ამბობს კატერინა.

RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა