სიახლეები

სიახლეები

ჰრესნიკი: "მშვიდობა ხვალისთვის"

ჰრესნიკები, უკრაინული ოჯახების დამხმარეები, გადამწყვეტ როლს ასრულებენ ASB საქართველოს „ფულადი დახმარების პროგრამაში“. ჰრესნიკები, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ ბენეფიციარებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან და მათ სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ; აძლევენ საჭირო ინფორმაცის, რჩევებსა და მხარს უჭერენ ყოველდღიური გამოწვევბის გამკლავებისას.

ტატიანა ლეჩენკო, უკვე გამოცდილი ჰრესნიკი. ის საქართველოში მცხოვრებ უკრაინულ 70 ოჯახთან მუშაობს. ტატიანა საქართველოში 2022 წლის მარტში, ომის დაწყებიდან დაახლოებით 1 თვეში ჩამოვიდა. 37 წლის ქალითვის , ომის შემდეგ, ახალი ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაცია ASB Georgia-სა და მისი პარტნიორი, Unite Together-ს შესახებ შეიტყო. უკვე 1 წელზე მეტია საქართველოში მცხოვრები, უკრაინელი ოჯახების დამხმარედ მუშაობს. ტატიანა ყოველდღიურად სტუმრობს ოჯახებს, მათ საჭიროებებს ყურადღებით ინიშავს და ეხმარება. 

         

     

                    

„ სახლის დატოვება 2-ჯერ მომიხდა. პირველად 2013 წელს, როდესაც დონეცკის ოკუპაცია მოხდა ირპენში გავიქეცით, მეორედ კი 2022-ის, მარტში საქართველოში ჩამოვედი. ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე, ვიყავი ბუღალტერი, ფლორისტი, დიზაინერი, ვიზაჟისტი, ბევრი ინტერესი მქონდა.

იმის წყალობით, რომ კომუნიკაბელური ვარ , სამსახურის დაწყება საქართველოშიც მოვახერხე. შევხვდი ASB საქართველოსა და UT-ს წარმომადგენლებს, რამაც საშუალება მომცა აქ ახალი ცხოვრება დამეწყო. გავხდი ჰრესნიკი, უკრაინული ოჯახების დამხმარე. ვისწავლე ახალი პროფესია, რომლის გამოცდილებაც აქამდე არ მქონდა, ახლა მოხარული ვარ, რომ შემიძლია მშვიდად დავიძინო და ხვალინდელ დღეზე არ ვიფიქრო რა მექნება. მადლობა ამისთვის ASB საქართველოსა და UT-ს“.

                       

სხვა სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში