სიახლეები

სიახლეები

არასდროს დანებდე

“არ დავნებდები, სანამ არ გავიმარჯვებ“ - ამბობს რომანი, 12 წლის ბიჭი, რომელიც ბებიასთნ ერთად უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა და ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას.

რომანი, მოტივირებული ახალგაზრდაა. იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას ძიუდოს თავდაცვის უფასო გაკვეთილებში, რომელიც ორგანიზებულია ASB საქართველოს მიერ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობით. საკუთარი თავდადების წყალობით, მას საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მოზარდთა ტურნირში. მისი თქმით, ამ გამოცდილებას იგი ძალიან აფასებს.

მარცხის მიუხედავად, რომანი ურყევი რჩება და კიდევ უფრო მოტივირებულია ვარჯიშისა და გამარჯვებისკენ სწრაფვისთვის. როგორც ის ამბობს: „მეტს ვივარჯიშებ და მოვუსმენ ჩემს მწვრთნელებს, ვიმუშავებ საკუთარ თავზე, რათა შემდეგ ჯერზე გავიმარჯვო. დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო ვარჯიში და გავხდე წარმატებული. ძიუდოს გაკვეთილებში მონაწილეობა, ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან ბრძოლის გარდა, ვსწავლობ თავდაცვის ტექნიკას და ვხდები უფრო თავდაჯერებული.“

გარდა ძიუდოს გაკვეთილებისა, რომანი ასევე დადის ინგლისურის გაკვეთილებზე და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომელსაც ASB საქართველო უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახორციელებს. იგი ასევე დადის ქართულ სკოლაში და ლაპარაკობს ქართულად. როგორც რომანი ამბობს: „ეს გაკვეთილები ჩემთვის წარმოაუდგენლად ღირებულია და მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ქართველია, მე უკრაინაში გავიზარდე და ვერ ვლაპარაკობდი ქართულ ენაზე. ეს გაკვეთილები დამეხმარა ენის ცოდნის გაუმჯობესებაში. ახლა თავისუფლად შემიძლია ძიუდოს თანაგუნდელებთან ურთიერთობა. მათ ჩემი ესმით, მე კი მათი.“

რომანის ისტორია, არის მაგალითი შეუპოვრობის, დაბრკოლებების გადალახვისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების.

დამატებითი ინფორმაცია: ASB საქართველო ძიუდოს თავდაცვის უფასო გაკვეთილებს ქართველ და უკრაინელ ქალებსა და ახალგაზრდებს სთავაზობს. თავდაცვისა და დეესკალაციის მიმდინარე კლასებში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. გაკვეთილები ტარდება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

რეგისტრაციისთვის: https://forms.gle/Di7fZg3gYhQPE8zQ6

დამატებითი ინფორამციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელეგრამზე: @Judo_masterclass

+995551709990; b.humeniuk@asb.ge

 

სხვა სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში