სიახლეები

 სიახლეები

5 მიზეზი, თუ რატომაა კარგი ბავშვებისთვის საბრძოლო ხელოვნების შესწავლა

ისეთი საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, როგორიცაა ძიუდო, ბავშვებს არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას ასწავლის, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებში გამოსადეგ, სასარგებლო უნარებსაც უვითარებს.

ASB საქართველო, ძიუდოს ფედერაციასთან თანამშრომლობით, ქართველი და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო თავდაცვის გაკვეთილებს ახორციელებს. სტატიაში კი წარმოგიდგენთ 5 მთავარ მიზეზს, თუ რატომაა სასარგებლო ბავშვებისთვის ძიუდოს საბრძოლო ტექნიკის შესწავლა.

                                             

1. ავითარებს თავდაცვის უნარების  

ზოგი ადამიანი ძიუდოს მხოლოდ ძალისმიერ სპორტად მიიჩნევს. თუმცა, ძიუდო შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებისთვის თავდაცვის უნარების გასანვითარებლად. უხეში ძალის გამოყენებაზე მეტად, ძიუდო კონცენტრირებულია მოწინააღმდეგის მოძრაობის სიჩქარისა და წონის გამოყენებაზე მათსავე საწინააღმდეგოდ. ვარჯიში ბავშვებს უვითარებს ბალანსის, კოორდინაციისა და რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ თავდაცვის უნარებს.

                                                   

2.ასწავლის დისციპლინას, კონცენტრაციასა და დეესკალაციას 

თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებს  დისციპლინისა და კონცენტრაციის უნარების განვითარებაში დაეხმაროთ, მაშინ ძიუდოს გაკვეთილები ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ძიუდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, მასში ჩართული ერთი მებრძოლი, მეორეს წინააღმდეგ, იმპულსებს იყენებს. ძიუდო მონაწილეებისგან სტრატეგიული საბრძოლო მოძრაობებისა და გარემოს აღქმის გამძაფრებულ შეგრძნებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გარდა ფიზიკური თავდაცვის ტექნიკების შესწავლისა, ძიუდოს გაკვეთილები, ბავშვებს დაძაბული სიტუაციების განმუხტვის ტექნიკებსაც ასწავლის. თავდაცვის გაკვეთილებზე ბავშვები დე-ესკალაციის უნარებს სწავლობენ, რაც მათ კონფლიქტების მშვიდობიანად მართვის უნარს უვითარებს.

                                

3. ავითარებს ფიზიკურ ძალასა და კოორდინაციის უნარს

ძიუდო სასარგებლოსთან ერთად, სახალისო აქტივობაცაა, რომელიც ბავშვებს მუდმივად აქტიურობისა და ფორმაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. 

                         

4. აყალიბებს და ზრდის თავდაჯერებულობას 

ბავშვები, ზოგ შემთხვევაში, თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდიან. ძიუდოს გაკვეთილებით კი, ისინი თვითრწმენას იუმჯობესებენ, რაც საკუთარი მიზნების მიღწევაშიც ეხმარებათ. 

                               

5. ავითარებს მიზანდასახულობას 

ძიუდო ადამიანის პერსონალურ მიღწევებზეა ორიენტირებული, რაც მას განსაკუთრებულ სპორტის სახეობად აქცევს.  მასში ჩართული სპორტსმენები საბრძოლო ტექნიკის გაუმჯობესებასა და პროგრესს მუდმივად ცდილობენ. 

                                          

                                      

მეტი ინფორმაცია ძიუდოს უფასო გაკვეთილების შესახებ: 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი 

სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/cwH02

საკონტაქტო ინფორმაცია: b.humeniuk@asb.ge / Telegram @Judo_masterclass

                                          

ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან „Unite Together” და „SSK” ერთად, ახორციელებს ძიუდოს უფასო გაკვეთილებს ქართველი და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალებისა და ბავშვებისთვის. პროექტი გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური ოფისის (GFFO) მიერაა დაფინანსებული.  

                                               

გამოყენებული მასალები:

https://apolloskarate.com/blog/5-reasons-you-should-enroll-your-child-in-martial-arts

https://evolve-mma.com/blog/4-reasons-why-learning-self-defense-is-important-for-children/

https://www.todaysparent.com/kids/school-age/how-to-pick-the-best-martial-arts-class-for-your-kid/

სხვა სიახლეები

ASB საქართველო უფასო ონლაინ სასწავლო ვებგვერდს გთავაზობთ

ASB საქართველო უფასო ონლაინ სასწავლო ვებგვერდს გთავაზობთ

ეს აქტივობა პროექტის „SEGI: სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს ASB საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, UT და SSK, Aktion Deutschland Hilft-ის დაფი

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის და ცენტრალური აზიის კატასტროფების რისკის შემცირების რეგიონულ პლატფორმაში

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის და ცენტრალური აზიის კატასტროფების რისკის შემცირების რეგიონულ პლატფორმაში

პლატფორმა უნიკალურ მექანიზმია რეგიონული კატასტროფების რისკის გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც აერთიანებს 55 წევრი სახელმწიფოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორის დაინტერესე

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" - თბილისში მასტაბური თავდაცვის ღონისძიება გაიმართა

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" - თბილისში მასტაბური თავდაცვის ღონისძიება გაიმართა

ASB საქართველომ, პარტნიორებთან - UT, SSK-სთან და ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, თავდაცვის მასშტაბურ

ASB საქართველომ SkyHydrant წყლის ფილტრაციის სისტემა გამოსცადა

ASB საქართველომ SkyHydrant წყლის ფილტრაციის სისტემა გამოსცადა

ფილტრაციის ეს სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო, სასმელ წყალს დაბინძურებული წყაროებიდან, რაც ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული კრიზისების დროს კრიტიკულ დახმარების ტოლფასია.

ფსიქო-სოციალური დახმარება მთიანი ყარაბაღიდან ბავშვებისთვის

ფსიქო-სოციალური დახმარება მთიანი ყარაბაღიდან ბავშვებისთვის

ერთი წლის წინ, სულ მცირე 26,400 ბავშვმა და მათმა ოჯახებმა დატოვეს მთიანი ყარაბაღი და დაიწყეს ახალი ცხოვრება სომხეთში. 1000-მა ბავშვმა უკვე მიიღო საჭირო ფსიქო-სოციალური დახმარება ASB-სა და პარ