მიმდინარე წლის 5-10 ნოემბერს, ASB საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონის მასშტაბით პირველ ევრო სუბრეგიონალურ EMTCC (გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების საკოორდინაციო ქსელი) ტრენინგ კურსს უმასპინძლა საქართველოში. კურსის მიზანი იყო მონაწილეთა მომზადება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის კოორდინაციის მეთოდოლოგიაში, ეროვნული რეაგირების მხარდასაჭერად. ტრენინგი ფოკუსირებული იყო ჯანდაცვის ეროვნულ ოპერაციებსა და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის კოორდინაციაზე, ასევე რეგიონში პერსონალის განვითარებაზე, რომელებმაც მომავალში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ EMTCC-ში საგანგებო სიტუაციების რეაგირების ოპერაციების დროს, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო რეაგირებისას.
სატრენინგო კურსში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები, როგორც საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის საინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებიდან, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის და უკრაინის ოფისებიდან და ადგილობრივი და რეგიონული წითელი ჯვრიდან.
ტრენინგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ASB საქართველოს მიერ ჩატარდა, პროექტის “ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (DG - ECHO) ფინანსური მხარდაჭერით.
ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე
საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში