2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ASB საქართველოს ახალ პროექტსა და მომავალში საერთო აქტივობებში თანამშრომლობის მიზნით. შეთანხმების მიხედვით, 18 თვის განმავლობაში, ძიუდოს ფედერაცია 1300 უკრაინელ გოგოს, ქალსა და ბიჭს თავდაცვის, თვითდაჯერების ასამაღლებელ და დეესკალაციის გაკვეთილებს ჩაუტარებს.
ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეები მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, რაც მოხმარდება გადაუდებელ საჭიროებებს. ზამთრის პერიოდში, ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით დახმარებას გამოზამთრების აქტივობის ფარგლებში. ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ ჰრესნიკები, ტრადიციული უკრაინელი ოჯახის დამხმარეები. პროექტი მოიაზრებს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, 60+ ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლის მიერ მართული ოჯახები.
ASB ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სოციალური დახმარების ორგანიზაციაა გერმანიაში, რომელიც 1.3 მილიონი წევრს ითვლის.
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა