მიმდინარე წლის 23 მარტს, ASB საქართველოს პროექტის ,,ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა“ ფარგლებში, შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის მიერ ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი სახანძრო მანქანის გამოყენებასა და ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ ქუთაისის სახანძრო - სამაშველო განყოფილების წარმომადგენლები.

იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, ქუთაისის სახანძრო - სამაშველო განყოფილებას გადაეცა მეორადი სახანძრო მანქანა კიბით, 2022 წლის 22 მარტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდსა და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული სპეც ტექნიკა საშუალებას მისცემს ქუთაისის სამმართველოს განახორციელოს მაღალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციები.
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართელოს უკვე გადმოცემული აქვს მე-6 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს.
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე