აქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში. დღეს ორგანიზაციამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჩუქრად 55 ერთეული ინფრაწითელი თერმომეტრი გადასცა.
ინფრაწითელი თერმომეტრი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთია პანდემიის პრევენციისთვის. ICARE ბრენდის თერმომეტრები გამოირჩევა ტემპერატურის დისტანციურად მაქსიმალური სიზუსტით გაზომვის ფუნქციით.
თერმომეტრები სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.
თერმოსკრინინგის საშუალებების გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა.
#StoptheSpread
#დარჩისახლში
ASB საქართველო, 11 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ
“ASB-ს დახმარება ძალიან დროული იყო. ჩვენ შევძელით საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა“
EMT-ს წევრები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადნენ. ინტენსიური ტრენინგ კურსი 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის სამიზნე ჯგუფები , მათ შორის ქალები, ბავშვები, და ასაკოვანი ადამიანები, ფინანსური მხარდაჭერის სახით ვაუჩერებს იღებენ.
სომხეთში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგ კურსი 9