ASB საქართველო მხარსუჭერს კრიზისში მყოფ ქალებსა და გოგონებს და აქტიურად მუშაობს გენდერული ძალადობისა (GBV) და ოჯახში ძალადობის (DV) აღმოფხვრის მიმართულებით ჩვენს საზოგადოებაში.
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა.
სტატისტიკის მიხედვით: გაეროსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ყოველი ოთხი ქალიდან ერთს ერთხელ მაინც გამოუვლია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა. შემაშფოთებელია, რომ ამ შემთხვევების 78%-ისთვის უცნობი რჩება, ხშირ შემთხვევაში, სტიგმისა და შურისძიების შიშის გამო.
ამ ფოტო-პოსტერზე გამოსახულია ძლიერი ქალი, რომელმაც გაბედული ნაბიჯი გადადგა და ძალადობის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს მიაწოდა. მისი მზერაში ასახულია როგორც სიძლიერე, ასევე გადაწყვეტილების სიმტკიცე. ის გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხმა აიმაღლო და სამართლისკენ გადადგა ნაბიჯი.
ძალადობის შესახებ შეტყობინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლის დაცვას და სამართლიანობის აღდგენას. შეტყობინებით, მსხვერპლები არღვევენ ძალადობის ციკლს, იწყებენ დამნაშავის პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფენ გადამწყვეტი მხარდაჭერის სერვისებზე წვდომას.
საქართველოში ძალადობის შესახებ შეტყობინების გაკეთება შესაძლებელია 112-ზე დარეკვის მეშვეობით. თანდართულ ბანერზე მოცემულია დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალური და კრიზისული დახმარების სერვისების შესახებ, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია.
ყოველი გაზიარება, ყოველი ხმა და ყოველი ზარი მნიშვნელოვანია.
ინიციატივა ხორციელდება „RISE საქართველოს“-ს ფარგლებში. პროექტის შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ გადადით ბმულზე: RISE Georgia.
ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ნარატივი — გავაძლიეროთ ძალადობის მსხვერპლები, დავაყენოთ დამნაშავეების პასუხისგების საკითხი და შევქმნათ კულტურა, სადაც ძალადობა აღარ იქნება მისაღები.
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.
კამპანიის მთავარი თემით – „მე ვამაყობ, რომ ...“ –ყველას მოვუწოდებთ, ერთად აღვნიშნოთ და დავაფასოთ ძალადობის მსხვერპლების სიმამაცე და ძალა. ამ კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ მოქმედე