სიახლეები

სიახლეები

34 წლის ქალის ისტორია სამეგრელოდან - პროექტი: RISE საქართველო

“ვამაყობ, რომ შემიძლია კრიზისში მყოფ ქალებს დავეხმარო,“ -ამბობს 34 წლის ნათია. ის სამი შვილის დედაა, ასევე სილამაზის სალონის ამაყი მეპატრონეა. ნათია თავდაჯერებულად მართავს საკუთარ ბიზნესს, თუმცა გზა, რომელიც მან გაიარა, მარტივი არ ყოფილა. სიძნელეების შემდეგ,  მან შეძლო ცხოვრების ახლიდან დაწყება.

           

ASB-ის მიმდინარე პროექტით - „RISE საქართველო – უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება”, რომელსაც ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო და ASB გერმანია აფინანსებს - ნათიამ საკუთარი თავის კიდევ უფრო ირწმუნა.  პროექტის მიზანი კრიზისში მყოფი ქალებისა და გოგონების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებაა დასავლეთ საქართველოში.

         

RISE საქართველოს ფარგლებში ნათიამ ფსიქოლოგიის მხარდაჭერით ისარგებლა, „ამან ძალა მომცა, ისევ დამეჯერებინა საკუთარი თავისთვის,“ - ამბობს ის.

გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო კრიზისული კომუნიკაციის ოთხდღიან ტრენინგში, სადაც ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს რთული სიტუაციებს და როგორ დაამყაროს ეფექტიანი კომუნიკაცია

„ეს მხოლოდ ტრენინგი არ იყო, არამედ გადამწყვეტი მომენტიც, - იხსენებს ნათია. „ტრენინგი დამეხმარა, გავხდარიყავი უფრო თავდაჯერებული და მესწავლა სწორი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან”- ამბობს ის.

             

ტრენინგის მეშვეობით, ნათიამ ახალი მეგობრები შეიძინა, ახლა კი ცდილობს, სხვა ქალებს დაეხმაროს. ერთ-ერთი მისი მოსწავლე, რომელიც ASB-ის ტრენინგზე გაიცნო, მარტოხელა დედაა მძიმე სოციალური საცხოვრებელი პირობებით.  მას ნათია წამწამების დაგრძელების პროცედურას ასწავლის საკუთარ სალონში. “ამ მიმართულებით მის ქალაქში არავინ მუშაობს,  ამიტომ ვფიქრობ რომ დასაქმება არ გაუჭირდება”- გვეუბნება ნათია და ამატებს  „მინდა რეალური შესაძლებლობა მივცე”.

         

ნათია კარგი მაგალითია ASB-ის ახალი, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის “მე ვამაყობ, რომ…”. კამოანია დასავლეთ საქართველოში ქალთა გაძლიერებაზეა ფოკუსირებული და მიზნად ისახავს, ქალების ინფორმირებას, გააქტიურებას და ერთმანეთის მხარდაჭერის გაძლიერებას.

             

          

ნათიამ საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. გამბედაობით, გამძლეობით და საჭირო რესურსების მიწოდებით მან საკუთარი ცხოვრება შეცვალა და სხვა ქალებსაც ეხმარება იგივე გააკეთონ.

“მე ვამაყობ, რომ…”, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რიგით მესამე კამპანიაა, რომელსაც ASB ახორციელებს.

სხვა სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში