„ყოველი დღე მოძრაობით იწყება — ვარჯიში, შემდეგ სამსახური; ზოგი დღე ოფისში გადის, ზოგჯერ კი — ველზე მუშაობის დროს. სამუშაო შემდეგ, სახლს ვუბრუნდები: ვამზადებ, მოვსინჯავ ხოლმე ახალ რეცეპტებს, ვგეგმავ ღონისძიებებს და რაც ყველაზე მთავარია — იმ ადამიანებთან ვისაც ვეხმარებით კავშნირს ყოველთვის ვინარჩუნებ”.
ასე აღწერს ბათუმში საკუთარ ყოველდღიურობას 55 წლის ნატალია კოტოვა.
ის უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდანაა. 2022 წლის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, იძულებული გახდა , სამშობლო დაეტოვებინა. საქართველოში იმ იმედით ჩამოვიდნენ, რომ აქ დროებით დარჩებოდნენ, მაგრამ სამი წლის შემდეგ, ბათუმი თავშესაფარიდან ახალ საცხოვრებლად იქცა.
დღეს ნატალია ASB საქართველოს ბათუმის ოფისში სოციალურ მუშაკად მუშაობს და უკრაინელებთან ერთად ადგილობრივ ბენეფიციარებსაც ეხმარება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად არის ჩართული „იმედის კერის”, ძალადობის მსხვერპლათა მხარდამჭერი ცენტრის საქმიანობაში. ყოველდღიურად ხვდება ისეთ ადამიანებს, ვისაც რთულ პირობებთან უწევს გამკლავება.
„უსაფრთხო სივრცის შექმნა, სადაც ადამიანები იგრძნობენ, რომ მათ უსმენენ, პატოვსსცემენ და მხარს უჭერენ, ჩემი საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას სხვებს გავუგო. მე თავად ვიცი, რას ნიშნავს ყველაფერი დაკარგო და თავიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ ვარ აქ — რომ მოვუსმინო, დავეხმარო და იმედი დავუბრუნო,“ — ამბობს ნატალია.
„ASB საქართველომ“ ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინელი მიგრანტებისთვის ომის დაწყეიდან მალევე დაიწყო. ჩვენი პროგრამების ფარგლებში ათასობით ადამიანმა მიიღო მრავალმიზნობრივი ფულადი დახმარება, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და ჩაერთო ინტეგრაციის ხელშემწყობ აქტივობებში , მათ შორის არის ონლაინ სწავლება, თავდაცვის კურსებით, სპორტული აქტივობები. ინიციატივები უკრაინელებსა და ქართველებს აერთიანებს, ხელს უწყობს განკურნებასა და საზოგადოების გაძლიერებას.
ASB, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდასაჭერად ორ პროექტს ახორციელებს. ესენია: SEGI (სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია) და “ფულადი დახმარება და ზრუნვა”, პროექტები 2025 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე