სიახლეები

სიახლეები

სწავლა ახალი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის საქართველოში

„„მე ქსუშა ვარ, უკრაინიდან , ახლა თბილისში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახი ჩემი ერთადერთი შვილია. მიყვარს საქართველო და ხალხი ამ ქვეყანაში,“ — ამბობს ღიმილიანი სახით ქსუშა ქართულად, უკრაინული აქცენტით. 

უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ის ქართულ ენას ASB საქართველო-ს დახმარებით სწავლობს. ქსუშა უფასო, ონლაინ გაკვეთილებს ესწრება, რომლებიც ლტოლვილი ბავშვებისა და უფროსებისთვისაა განკუთვნილი.

ქსუშა და მისი შვილი კოლია საქართველოში სამი წლის წინ ჩამოვიდნენ, ასე დატოვეს უკრაინა, სუმის რეგიონი, სადაც საომარი მოქმედებები იყო. კონფლიქტის ზონას თავი ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით დააღწიეს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი, ახალი ისინი თანდათან ახალ ცხოვრებას იწყებენ.

ჩამოსვლიდან მალევე მიიღეს ASB-ს პირველივე მხარდაჭერა — მრავალმიზნიანი ფულადი დახმარება და გამოზამთრების პროგრამა, კომუნალური ხარჯების დაფარვისთვის გათვალისწინებული. ქსუშასთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართული ენის გაკვეთილებზე წვდომა აღმოჩნდა.

„ცხადად ვიცოდი, რომ თუ მინდოდა ამ ქვეყნის ნაწილად მეგრძნო თავი, მისი ხალხის გაგება უნდა მესწავლა,“ — გვიხსნის კსუშა, თან გაცვეთილ რვეულს ფურცლავს, რომელიც სუფთად ჩაწერილი ქართული ფრაზებითაა სავსე. „ეს ჩემი ჩანაწერებია — გაკვეთილების დროს ყველაფერს ვიწერ და ყოველდღე ვმეცადინეობ. ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს.“

                    

ASB-ის მასწავლებლების მონდომებისა და მხარდამჭერი გარემოს დამსახურებით, ქსუშამ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიაღწია.  მარტივი სიტყვების ცოდნით, წინადადებების აგება უკვე შეუძლია. „მაღაზიაში შემიძლია ვიკითხო ‘რა ღირს?’ მეზობლებთან ლაპარაკიც შემიძლია. ჩემი ქართული იდეალური არ არის, მაგრამ მაინც მესმით — და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.“

კოლია, რომელიც ახლა 14 წლისაა, უკრაინულ სექტორში სწავლობს, თუმცა დედა-შვილი თანხმდებიან, რომ ქართული ენის სწავლამ მათთვის ბევრად მეტი შესაძლებლობა მისცა.

„გაკვეთილები მეხმარება მათემატიკასა და სხვა საგნებში. სკოლაში მეშინოდა კითხვების დასმა, მაგრამ აქ ყველაფრის კითხვა შემიძლია. როცა უკრაინიდან ჩამოვედით, ქართული საერთოდ არ ვიცოდი. ახლა ჩემი კლასელების მესმის,“ — ამბობს კოლია.

                   

„ქართული ენის სწავლა დამეხმარა, თავი სტუმრის ნაცვლად მეზობლად მეგრძნო,“ — ამატებს ქსუშა. „ჯერ კიდევ რთულია, მაგრამ ყოველი ახალი სიტყვა ამ საზოგადოებასთან მაკავშირებს.“

ASB-ის მხარდაჭერით, ქსუშა და კოლია ნელნელა ქართულ საზოგადოების ნაწილი ხდებიან — ისე, როგორც მრავალი სხვა უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში.

ASB საქართველო აგრძელებს უკრაინელების მხარდაჭერას საქართველოში სხვადასხვა ინიციატივის გზით. ჩვენ ვაწვდით აუცილებელ მრავალმიზნიან ფულად დახმარებას, ვთავაზობთ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და ვმუშაობთ უკრაინელების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქართულ საზოგადოებაში. ჩვენი პროექტები ასობით უკრაინელის — მათ შორის ბავშვებისა და ხანდაზმულების — ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

             

სხვა სიახლეები

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე