სიახლეები

სიახლეები

ქალთა გაძლიერება თვითდახმარების ჯგუფების მეშვეობით – პროექტი დასავლეთ საქართველოში

დაბადებიდან ფეხზე პრობლემა მაქვს, რის გამოც შშმ პირის სტატუსს ვატარებ. სტუდენტი ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა, სახლში დაბრუნება მომიწია. მერე დაიწყო პრობლემები - ჩემს გაგდებას ცდილობდნენ ჩემივე სახლიდან. იყო შემთხვევბი, როდესაც საზოგადოების სტიგმის მსხვერპლიც გამხდარვარ - რომ ჩემი აზრი, სხვის აზრზე, ნაკლებ მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სტაბილური შემოსავალი 190-ლარინი შშმ პირის პენსია იყო, რაც ძირითად საჭიროებებსაც არ ჰყოფნიდა.“ – ლიანა კვაჭაძე, 55 წლის, RISE Georgia პროექტის მონაწილე

                



                 

ლიანა საკუთარ ოჯახში წლების განმავლობაში განიცდიდა ეკონომიკურ ძალადობას.  ASB საქართველოს მიმდინარე პროექტის -უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება - დახმარებით მან დასაქმება შეძლო და ახლა ეკონომიკურად უფრო მეტად დამოუკიდებლად გრძნობს თავს. ლიანა პროექტის შესახებ ინფორმაციას თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე გაეცნო.

            

„პროექტის წყალობით დავიწყე მუშაობა – ახლა დღის ცენტრში დიასახლისად ვმუშაობ. ჩემი ხელფასი მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებს ფარავს; ასევე მაქვს შესაძლებლობა, ბუღალტერიის კურსიც გავიარო და მომავალში სხვა სამსახურიც მოვძებნო. მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის.“ - ამბობს ლიანა.

         

პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში თვითდახმარების 29 ჯგუფი მუშაობს;  ჯგუფების მიზანია აამაღლონ ცნობიერება ოჯახური და სხვა ტიპის ძალადობის შესახებ, გაავრცელონ საინფორმაციო ფლაერები და ჩაატარონ ყოველთვიური შეხვედრები თემის შიგნით – საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის მიზნით. თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა პროფესიის 6-8 მოხალისე-მოქალაქეა გაერთიანებული.

               

ჯგუფის წევრები არიან აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი თემი. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან სტიგმა ჯერ კიდევ დიდ დაბრკოლებად რჩება. ზუსტი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ეხმარება ადამიანებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.“- ამბობს მაია ჯაში, პროექტის სოციალური მუშაკი. 

                         

 

პროექტი RISE Georgia ASB-ს მიერ, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან პარტნიორობით, ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს კრიზისში მყოფი ქალებისა და გოგოების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერით გაძლიერებას. ის 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება და დაფინანსებულია ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ.

სხვა სიახლეები

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე