სიახლეები

 სიახლეები

ქალთა გაძლიერება RISE Georgia-ს მეშვეობით

„დიდი შეცდომა დავუშვი, როცა პირველად დამარტყა და მე არაფერი ვთქვი. მაშინ, ჩემს ნათესავებსა და მეზობლებზე ვფიქრობდი უფრო მეტად, ვიდრე ჩემს თავზე ან ჩემს შვილებზე.“ 

         

ეს სიტყვები 33 წლის თამარს (სახელი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით შეცვლილია) ეკუთვნის, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. თითქმის რვა წლის მანძილზე მასზე ქმარი ძალადობდა – მდგომარეობას, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ქალი განიცდის საქართველოში.

             

22 წლის ასაკში დაქორწინებული თამარის ცხოვრება სწრაფად გადაიზარდა შიშსა და ქაოსში, რადგან მისი ალკოჰოლდამოკიდებული ქმარი აგრესიული ხდებოდა.
“ერთად ცხოვრების დროს არაერთხელ დამემუქრა დანით. ჩემს შვილთან ერთად, შეშინებული ოთახში ვიკეტებოდი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის. თავიდან ძალდობაზე ვერ ვლაპარაკობდი —არ მინდოდა, ჩვენი ოჯახური პრობლემები სხვებისთვის გამემხილა. თუმცა, ძალადობა და მუქარა არ წყდებოდა, ამიტომ პოლიციას მივმართე. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება.“

         

თამარი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ASB საქართველო-ს მიმდინარე პროექტით – RISE Georgia -უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება- პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, სამეგრელოში და აჭარაში.

            

პროექტის ფარგლებში, აქტიური ადგილობრივი ქალების მონაწილეობით თვითდახმარების ჯგუფები იქმნება. ეს ჯგუფები იმუშავებენ როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში და მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ და გააძლიერონ გენდერული და ოჯახური ძალადობის (GBV/DV) საკითხების მიმართ ცნობიერება და ადვოკატირება.

         

მიუხედავად იმისა, რომ RISE Georgia ახალი ინიციატივაა, თვითდახმარების ჯგუფებისთვის უკვე ტარდება ტრენინგები. ეს სწავლება მათ საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურავს, რათა მსხვერპლებს დახმარება გაუწიონ იურიდიული კონსულტაციით, საჭირო მომსახურებებსა და რესურსებზე გადამისამართებით. გარდა ამისა, პროექტის სამიზნე რეგიონებში უკვე ამოქმედდა 24/7 ცხელი ხაზი, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს დაუყოვნებლივ კონსულტაციას სთავაზობს.

        

RISE Georgia ფინანსდება დაფინანსებულია ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს ASB საქართველო, საქართველოს სამარიტელთა კავშირთან (SSK) პარტნიორობით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და გენდერული ძალადობის საკითხებზე მომუშავე ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭირდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

        

ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებებს, რაც ქალებს მისცემს შესაძლებლობებს, რომ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ.

           

შენიშვნა: ბენეფიციარის სურვილსა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, მისი სახელი შეცვლილია.

 

სხვა სიახლეები

ტრანსპორტი

ტრანსპორტი

ტრანსპორტი

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

"გოგონები ერთიანდებიან ძალადობის წინააღმდეგ" ბათუმის სპორტის სასახლეში

უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.

შედეგები რიცხვებში - პროექტი “გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულთათვის”

შედეგები რიცხვებში - პროექტი “გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულთათვის”

ASB საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას აგრძელებს, სხვადასხვა ძალისხმევითა და აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს ინტეგრაციისა და სტაბილურობის ხელშეწყობას

ASB საქართველო უფასო ონლაინ სასწავლო ვებგვერდს გთავაზობთ

ASB საქართველო უფასო ონლაინ სასწავლო ვებგვერდს გთავაზობთ

ეს აქტივობა პროექტის „SEGI: სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს ASB საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, UT და SSK, Aktion Deutschland Hilft-ის დაფი