სიახლეები

სიახლეები

დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა ბათუმში

ASB საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციასთან SSK-სთან თანამშრომლობით, დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრას ბათუმში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი, გენდერული ძალადობის (GBV) და ოჯახში ძალადობის (DV) აღმოფხვრისთვის ძალისხმევის გასაძლიერებლად, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება იყო.
                  
„გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის, სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია გადამწყვეტად მნიშვნელოვანია” - განაცხადა ASB საქართველოს დირექტორმა, კლემენს ფონ ჰეიმენდალმა.
                    
შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში ხორციელდება. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ახალ პროექტს - RISE Georgia – უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება” , რომელსაც ASB საქართველო და SSK-სთან ერთად ახორციელებს.
                  
დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა პროექტის - SEGI- ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც Aktion Deutschland Hilft აფინანსებს. ეს პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ინტეგრაციას სპორტის, განათლებისა და გენდერზე ორიენტირებული ინიციატივებისა მეშვეობით, ასევე მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
             
ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის, ჩვენ, გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე ორგანიზაციასა და მათ წარმომადგენლებს.

სხვა სიახლეები

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო

კონკურსი  -  ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი

"მე ვამაყობ, რომ ..."

"მე ვამაყობ, რომ ..."

ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.