გაიცანით სალომე გარდავა ზუგდიდიდან, ასოციაცია "ილის" დამფუძნებელი. ორგანიზაცია 2019 წლიდან ზრუნავს სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის საჭირო სერვისის ჩამოყალიბებაზე და მიწოდებაზე. პარალელურად, ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური ადვოკატირების კამპანიის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კოხლიარული იმპლანტების გარე სასმენი პროცესორების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. ეს დაფინანსება სჭირდებათ ბავშვებს, რომელთა ოპერაციიდან გასულია 5 წელი ან მეტი და პროცესორის საგარანტიო ვადა სრულად ამოწურულია, ამ დროს კი ბავშვები ისევ ყრუდ არიან დარჩენილები.
"ჩვენი ინიციატივით, ზუგდიდის მერიის მიერ 2020 წლის ბიუჯეტში გამოიყო 30 000 ლარი, რომელიც დააფინანსებს 2 გარე პროცესორს. ეს არ იქნება სრული თანხა, მაგრამ მთავარია რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევით, რომლითაც პერიოდულად სხვადასხვა ბავშვები ისარგებლებენ", — ამბობს სალომე.
დეტალურად სალომეს წარმატების ისტორიას გაეცანით ვიდეოში
პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფი (Emergency
2023 წლის 18 ივლისს, გაიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური ოფისის (GFFO) მიერ
2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა
ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO)-ს
ექსპერტთა აქტივობების გაცვლის ფარგლებში, DG - ECHO-ს დაფინანსებული პროექტის - ერთად შევძლებთ -