2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ASB საქართველოს ახალ პროექტსა და მომავალში საერთო აქტივობებში თანამშრომლობის მიზნით. შეთანხმების მიხედვით, 18 თვის განმავლობაში, ძიუდოს ფედერაცია 1300 უკრაინელ გოგოს, ქალსა და ბიჭს თავდაცვის, თვითდაჯერების ასამაღლებელ და დეესკალაციის გაკვეთილებს ჩაუტარებს.
ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეები მიიღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, რაც მოხმარდება გადაუდებელ საჭიროებებს. ზამთრის პერიოდში, ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით დახმარებას გამოზამთრების აქტივობის ფარგლებში. ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ ჰრესნიკები, ტრადიციული უკრაინელი ოჯახის დამხმარეები. პროექტი მოიაზრებს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, 60+ ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლის მიერ მართული ოჯახები.
ASB ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სოციალური დახმარების ორგანიზაციაა გერმანიაში, რომელიც 1.3 მილიონი წევრს ითვლის.
ტრანსპორტი
ქალთა გაძლიერებისა და რესურსებით უზრუნველყოფის გზით, RISE Georgia მიზნად ისახავს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყებისა და მომავლის დაბრუნების შესაძლებლობის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ცვლილებე
შეხვედრაზე წარდგენილი იყო გენდერული და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "მაგრამ, მიყვარდი", რომელიც პროექტის SEGI - "სპორტი, განათლება, გენდერი და ინფორმაცია" ფარგლებში
უკრაინელი და ქართველი ქალებისა და ბავშვებისთვის თავდაცვის მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს საბავშვო ოლიმპიური ჩემპიონი - მათე გველესიანი, თომა გელაშვილთან ერთად, უძღვებოდა.
ASB საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერას აგრძელებს, სხვადასხვა ძალისხმევითა და აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავს ინტეგრაციისა და სტაბილურობის ხელშეწყობას