სიახლეები

 სიახლეები

ASB საქართველომ სახანძრო მანქანა გადასცა ქუთაისის მუნიციპალიტეტს

მიმდინარე წლის 23 მარტს, ASB საქართველოს პროექტის ,,ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა“ ფარგლებში, შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის მიერ  ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი სახანძრო მანქანის გამოყენებასა და ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ ქუთაისის სახანძრო - სამაშველო განყოფილების წარმომადგენლები.



იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით, ქუთაისის სახანძრო - სამაშველო განყოფილებას გადაეცა მეორადი სახანძრო მანქანა კიბით, 2022 წლის 22 მარტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდსა და იაპონიის საელჩოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული სპეც ტექნიკა საშუალებას მისცემს ქუთაისის სამმართველოს განახორციელოს მაღალსართულიან შენობებში სახანძრო-სამაშველო ოპერაციები. 

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართელოს უკვე გადმოცემული აქვს მე-6 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები თბილისის, ბორჯომის, ბათუმის და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებისთვის, რომლებსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს.

სხვა სიახლეები

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გადაუდებელი დამხარების სამედიცინო ჯგუფებისთვის

პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფი (Emergency

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

ASB საქართველოს პროექტის გახსნის პრესკონფერენცია გაიმართა

2023 წლის 18 ივლისს, გაიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური ოფისის (GFFO) მიერ

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

ASB საქართველოსა და ძიუდოს ფედერაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორდანდუმი გაფორმდა

2023 წლის 12 ივლისს, ASB საქართველოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ASB საქართველომ მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებაში

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO)-ს

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კატასტროფებისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WADEM) კონგრესში

ASB საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კატასტროფებისა და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის (WADEM) კონგრესში

ექსპერტთა აქტივობების გაცვლის ფარგლებში, DG - ECHO-ს დაფინანსებული პროექტის - ერთად შევძლებთ -