გლობალურმა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის საქართველოს. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში კი მოწყვლადი ჯგუფები აღმოჩნდნენ. ASB საქართველომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად Covid-19 თან რეაგირების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, 75,000 ლარის ოდენობის ბიუჯეტით. შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით 15 პროექტი დაფინანსდა, რის ფარგლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, და სხვა აუცილებელი სერვისები.
ორგანიზაცია "ბეთლემი" გორის რაიონ სოფელ სკრაში მდებარეობს და მისი მისიაა სკრის თემში სამოქალაქო ინტერესების დაცვა, სათანადოდ განვითარებულ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ფონზე. ორგანიზაცია ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს, ასევე თანამედროვე მიდგომების დანერგვით, ცდის გაზარდოს სამოქალაქო თვითშეგნება და ცნობიერება. ჩვენ გვჯერა, რომ თემის საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებით, შევძლებთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ორგანიზაცია მუშაობს სკრის თემის შვიდ სოფელში მცხოვრებ (სკრა, ახალხიზა, რიეთი, კოშკები, დიდი და პატარა გორიჯვარი და სკრის დევნილთა დასახლება) მოხუცებთან, ახალგაზრდებთან და ქალბატონებთან.
ძირითადი საქმიანობები მოიცავს მარტოხელა მოხუცების სოციალური სამრეცხაოთი მომსახურებას და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღონისძიებების მოწყობას მოხუცებისთვის, ადგილობრივი და დევნილი ახალგაზდების ჩართულობით, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა (შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად), დოკუმენტური ფილმების ჩვენება და განხილვა, ინტელექტუალური შეჯიბრებების მოწყობა, დასუფთავების აქციების მოწყობა, სპორტული შეჯიბრებები, ტრენინგები (ქალბატონებისთვის და ახალგაზრდების-თვის) და სხვა.
ორგანიზაცია სკრა-მ ASB ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Covid_19 თან რეაგირების პროგრამის ფარგლებში სოფელ სკრაში მცხოვრებ 20 სოცაილურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ ან/და მარტოხელა ხანდაზმულს გადასცა საკვები და წამლები, პანდემიასთან გამკლავებისთვის. თითო ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხა 200 ლარი.
According to the United Nations, water shortages, dirty water and climate change are endangering
„კერძო სექტორის ჩართულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის
2019 წლის 23-24 ნოემბერს ASB საქართველოსა და მაკლეინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში მშბელთა
პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 22
აქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის