საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) პარტნიორ ორგანიზაციებთან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი ერთად დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობისა და პარტნიორობის გაზრდას ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
2018 წლის 3 მაისს, კახეთში, თელავის სასტუმრო ‘ძველ თელავში“, პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კახეთის სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ პროექტის კოორდინატორისა და ევროკავშირის წარმომადგენლისგან მიეღოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში.
„პროექტის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რათა როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები გააქტიურდნენ, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკუთარი პრიორიტეტები გააცნონ ადგილობრივ ხელისუფლებას. შედეგად პოლიტიკა იქნება ჩართულობითი. ეს კი ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას’’ - აცხადებს პროექტის კოოდინატორი ზვიად მოდებაძე.
პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა (CCC) ქსელის შესაძლებლობების განვითარება, პირველადი საჭიროებების შეფასება და ანალიზი, ადვოკატირების სამუშაო შეხვედრები, სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მედია კამპანიები ადგილობივ და ეროვნულ დონეზე, ტრენინგების ციკლი სოციალური მეწარმეობის შესახებ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა.
საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში