საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით. 2026 წლის 23–24 ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული წარმატებული ვერიფიკაციის მისიის შედეგად, საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი (EMT Type 1 – Fixed) ოფიციალურად კლასიფიცირდა ჯანმოს მიერ და შეუერთდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდების (Emergency Medical Teams – EMT) გლობალურ ქსელს.
„ეს მიღწევა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი შედეგის მიღწევა შეიძლება ძლიერი პარტნიორობით, მრავალწლიანი თანამშრომლობითა და საერთო ხედვით,“ – განაცხადა ASB-ის რეგიონულმა დირექტორმა, კლემენს ფონ ჰაიმენდალმა. „ვამაყობთ, რომ ASB-ს შესაძლებლობა ჰქონდა, ამ მნიშვნელოვანი პროცესის განმავლობაში საქართველოს გვერდით ყოფილიყო. საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის ჯანმოს კლასიფიკაცია არა მხოლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, არამედ გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებაშიც მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს. ეს ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის, საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.“
ვერიფიკაციის მისიის ფარგლებში, ჯანმოს ექსპერტებმა შეაფასეს გუნდის ოპერაციული მზადყოფნა, კლინიკური და ლოგისტიკური შესაძლებლობები, კოორდინაციის მექანიზმები და იმის უნარი, უზრუნველეყო უსაფრთხო და მაღალი ხარისხის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა ჯანმოს მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ამ წარმატებას საფუძვლად უდევს რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ASB საქართველოს, სხვა ეროვნულ უწყებებსა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სფეროს პროფესიონალებს შორის.
ამ პროცესის განმავლობაში ჯანმო უზრუნველყოფდა სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ტექნიკურ ექსპერტულ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერებას, მენტორინგს, ასევე დამოუკიდებელი ვერიფიკაციისა და კლასიფიკაციის პროცესის განხორციელებას, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი სრულად აკმაყოფილებს EMT-ის საერთაშორისო სტანდარტებს.
ეს მნიშვნელოვანი შედეგი მიღწეულია ASB საქართველოს პროექტის „ერთად უფრო ძლიერები – თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის“ ფარგლებში, რომელიც DG ECHO-ს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის შესაძლებლობების გაძლიერებაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განვითარებაში, ტრენინგებისა და სიმულაციური სწავლებების მხარდაჭერაში, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაში.
ჯანმოს მიერ მინიჭებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესაძლებლობების საერთაშორისო აღიარებაა, არამედ აძლიერებს ქვეყნის წვლილს გლობალურ ჰუმანიტარულ რეაგირებაში. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევის შედეგად, საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი მზად არის ეფექტიანად უპასუხოს როგორც ქვეყნის შიგნით წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კრიზისებს, რაც ხელს უწყობს როგორც რეგიონული მდგრადობის, ისე გლობალური საგანგებო მზადყოფნის გაძლიერებას.
საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე