სიახლეები

სიახლეები

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ RISE-ის  ფარგლებში ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში დაინტერესებულ პირთა შეხვედრებისა და გამოფენა-გაყიდვების სერია გამართა.

ღონისძიებებმა თავი მოუყარა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალური მომსახურების მიმწოდებლებს, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ინსტიტუციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამსაქმებლებსა და ქალ ბენეფიციარებს, რათა განეხილათ არსებული გამოწვევები, გამოევლინათ თანამშრომლობის შესაძლებლობები და გაეძლიერებინათ ადგილობრივი პარტნიორობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრები მნიშვნელოვანი დიალოგის პლატფორმა იყო ძირითადი დაინტერესებული მხარეებისთვის. განხილვის მთავარი თემები მოიცავდა იმ ბარიერებს, რომლებიც კვლავ ზღუდავს ქალთა მონაწილეობას ეკონომიკურ ცხოვრებაში, პროფესიულ განათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, ქალთა მიერ შექმნილი ბიზნესების მხარდაჭერას და საჯარო ინსტიტუციბს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ მექანიზმებს.

ASB საქართველოს პატივი ჰქონდა ემასპინძლა ლენა კოპენშტაინერისთვის, ავსტრიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილისა და კონსულისთვის, რომელმაც მონაწილეობა ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაში მიიღო. მისი დასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ავსტრიის უწყვეტ მხარდაჭერას ქალთა გაძლიერების, სოციალური ინკლუზიისა და საქართველოში მდგრადი განვითარების ინიციატივების მიმართ.

ღონისძიებებში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოწვეულმა სპიკერებმა და ექსპერტებმა, მათ შორის: გურანდა გოგიტიძემ, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციიდან; მარი ნამგალაძემ, კომპანია M PROF Marketing-ის დამფუძნებელმა; თამარ ოგანოვმა, სახალხო დამცველის აპარატის გურიის რეგიონული წარმომადგენლობიდან; აკაკი კოროშინაძემ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სერვისცენტრის ხელმძღვანელმა; ნინო გვაგვალიამ, დასაქმების პლატფორმა Restart-ის დამფუძნებელმა.

დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსიებთან ერთად, გამოფენებმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნა პროფესიული კავშირების გაფართოებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ქალ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ დაკავშირებოდნენ დამსაქმებლებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ასევე წარედგინათ საკუთარი პროდუქცია, მომსახურება და სამეწარმეო ინიციატივები. აღნიშნულმა ურთიერთობებმა ხელი შეუწყო დასაქმების, მეწარმეობისა და მდგრადი საარსებო წყაროების შექმნის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ამ ღონისძიებების წარმატება ნათლად წარმოაჩენს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. ინსტიტუტებს, ბიზნესს და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით, პროექტი RISE აგრძელებს წვლილის შეტანას ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობაში.

სხვა სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე