2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს მიერ ორგანიზებულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული EMT-ის, სამინისტროებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგნელები, რომლებმაც შეაფასეს რეგიონული EMT-ის სამოქმედო გეგმის (2024-2030) განხორციელების პროგრესი. მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა მართველობა, სასწავლო სისტემები, ციფრული კოორდინაცია და საზღვრისპირა თანამშრომლობის სტრატეგიები. დისკუსიები სრულიად თანხვედრაში იყო EMT 2030 გლობალურ სტრატეგიასთან და ხაზს უსვამდა ეროვნული საგანგებო ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და EMT სტანდარტების საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემებში ინტეგრაციის აუცილებლობას ეფექტიანი საერთაშორისო კოორდინაციის გზით.
ASB-ისთვის შეხვედრაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სომხეთსა და საქართველოში განხორციელებული EMT მხარდაჭერის პროგრამა დასკვნით ფაზას უახლოვდება. საქართველოსა და სომხეთის EMT გუნდების ლიდერებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილებაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პარალელური სისტემების განვითარების და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მადრიდში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, პარტნიორობის გასაძლიერებლად და რეგიონულ საგანგებო ჯანდაცვის ქსელში აქტიური ჩართულობის შესანარჩუნებლად. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, ASB კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საგანგებო რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისადმი, რაც საბოლოოდ აძლიერებს ჯანდაცვის სისტემების მდგრადობას კრიზისების დროს.
ღონისძიება ორგანიზრებული იყო ევროპის WHO-ს რეგიონული ოფისისა და ესპანეთის საერაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (AEECID) მიერ, ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერით.
საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში