პროექტის მიზანი: პროექტი ELSI, მიზნად ისხავს სომხეთში მცხოვრები მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილი და მასპინძელი თემების მხარდაჭერას. მათი დასაქმების გაზრდას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას მიზნობრივი მხარდაჭერისა და მდგრადი საარსებო შესაძლებლობების შექმნის გზით.
პროექტის აღწერა: პროექტი ხელს უწყობს სოციალურ ჩართულობას, აძლიერებს მოწყვლადი ჯგუფების მდგრადობასა და აუმჯობესებს სოციალური დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობას. ნექსუსის მიდგომის გამოყენებით, პროექტი სცდება მოკლევადიან ჰუმანიტარულ დახმარებას და ხელს უწყობს გრძელვადიან, მდგრად გაძლიერებას, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების თანამშრომლობას შორის კავშირს ქმნის.
• პროფესიული სწავლება და უნარების განვითარება დასაქმებადობის გასაუმჯობესებლად იმ სექტორებში, სადაც შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა;
ძლიერი პარტნიორობებისა და მიზნობრივი ჩარევების მეშვეობით, ELSI პროექტი ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური მომავლის შექმნას, მხარს უჭერს მოწყვლად მოსახლეობას და აძლიერებს მდგრადობას სომხეთის მასშტაბით.
დონორი: გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ)
პარტნიორი: Mission Armenia (MA)
პროქტის განხორცილების ვადები: 1 დეკემბერი 2025 – 31 მარტი 2029