პროექტის მიზანი: მიზნობრივი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერით კრიზისში მყოფი ქალების და გოგონების გაძლიერება.
პროექტის სამიზნე რეგიონები: აჭარის, სამეგრელოს და გურიის რეგიონები
პროექტის ბენეფიციარები: გენდერული ძალადობის (GBV) მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), მიგრანტები და კრიზისში მყოფი ქალები.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: პროექტი განხორციელდება საქართველოს სამარიტელთა კავშირთან (SSK), ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ბიზნესთან, კომპანიებთან და პროექტის სამიზნე რეგიონებში ამ თემაზე მომუშავე სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.