პროექტები

#მიმდინარე

ფულადი დახმარება და ზრუნვა

ფულადი დახმარება და ზრუნვა

პროექტის მიზანი: უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ყველაზე დაუცველი პირებისთვის მრავალმიზნიანი ფულადი (MPC) და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის (PSS) უზრუნველყოფა, რაც მათ დაეხმარება პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და, საქართველოში ყოფნის დროს, ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.

პროექტის აღწერა: პროექტის ბენეფიციარები საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

ა) ოჯახები, რომელთა წევრები არიან შშმ პირები;

ბ) ოჯახები, რომელთა წევრები არიან ხანდაზმულები (60+);

გ) ოჯახები, რომელთა წევრები არიან ბავშვები (3 შვილზე მეტი);

დ) ოჯახები მარტოხელა დედებით, მამებით ან მომვლელებით.

პროექტი ასევე მოიცავს “გამოზამთრების” პროგრამის კომპონენტს, რომლის მიზანია ყველაზე დაუცველი ოჯახების დახმარება ზამთრის პერიოდში. 2025 წელს აღნიშნული დახმარება 100-მა ოჯახმა მიიღო, რაც მათ დაეხმარა ზამთრის პერიოდში გაზრდილი კომუნალური ხარჯების დაფარვაში.

პროექტის ფარგლებში “ჰრესნიკებს” (უკრაინელი ოჯახის დამხმარეები) შესაძლებლობების განვითარებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფსიქოსოციალური მდგრადობის გაზრდის მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგები მოიცავდა: პირველად დახმარებას, დღის მოვლას, კომუნიკაციას, კონფლიქტური სიტუაციების, ემოციებისა და სტრესის მართვას, თვითრეალიზაციასა და მომავლის დაგეგმვას. 

დონორი: Aktion Deutschland Hilft (ADH)

პარტნიორი: SSK

პროქტის განხორცილების ვადები: იანვარი - ივნისი 2025

სხვა პროექტები