Arbeiter-Samariter-Bund(ASB) Mission Armenia(MA)-სთან თანამშრომლობით ახალ ინიციატივას იწყებს, რომელის მიზანიც სომხეთში მცხოვრები მთიანი ყარაბახიდან ლტოლვილი და მასპინძელი თემების ქალთა მხარდაჭერაა. პროექტის - „ლტოლვილებისა და მასპინძელი თემების გაძლიერება: დასაქმებადობის გაუმჯობესება და მდგრადი ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა (ELSI)” - მიზანია დასაქმებადობის გაზრდა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მიზნობრივი მხარდაჭერისა და მდგრადი საარსებო შესაძლებლობების შექმნის გზით.
გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, ELSI პროექტი ხელს უწყობს სოციალურ ჩართულობას, აძლიერებს მოწყვლადი ჯგუფების მდგრადობასა და აუმჯობესებს სოციალური დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობას. ნექსუსის მიდგომის გამოყენებით, პროექტი სცდება მოკლევადიან ჰუმანიტარულ დახმარებას და ხელს უწყობს გრძელვადიან, მდგრად გაძლიერებას, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების თანამშრომლობას შორის კავშირს ქმნის.
კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად, პროექტი ფოკუსირებულია შემდეგ მიმართულებებზე:
• პროფესიული სწავლება და უნარების განვითარება დასაქმებადობის გასაუმჯობესებლად იმ სექტორებში, სადაც შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა;
• დასაქმებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა კარიერული კონსულტაციის, ფინანსური მიმართულებით განათლების, ტრენინგებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით;
• ფსიქოსოციალური მხარდაჭერა (PSS) კეთილდღეობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად;
• ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) ცენტრების, სოციალური მუშაკების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის, მდგრადი მხარდაჭერის სისტემების განსამტკიცებლად.
ძლიერი პარტნიორობებისა და მიზნობრივი ჩარევების მეშვეობით, ELSI პროექტი ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური მომავლის შექმნას, მხარს უჭერს მოწყვლად მოსახლეობას და აძლიერებს მდგრადობას სომხეთის მასშტაბით.
დონორი: გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ)
პროქტის განხორცილების ვადები: 1 დეკემბერი 2025 – 31 მარტი 2029